2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველი ნოემბრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე.