სსიპ ქალაქ თბილისის N136 საჯარო სკოლაში 2018 წლის 12 ოქტომბერს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

  • საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
  • მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე;
  • საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს.

დირექცია