კალენდარი
ოქტომბერი 2018
« ივნ   ნოე »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: ოქტომბერი 2018

„ძველი ბერძენი ისტორიის მამები“

2018 წლის 29 ოქტომბერს ისტორიის მასწავლებელმა ეთერ დოგუზოვამ მე-10ა კლასში განახორციელა პროექტი, თემაზე: „ძველი ბერძენი ისტორიის მამები“. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და დიდი მონდომებით მოამზადეს რეფერატები, სლაიდ შოუ და კედლის გაზეთები. პროექტის ბოლოს მასწავლებელმა შეაჯამა კლასის მუშაობა და შეაფასა თითოეული ჯგუფის ნამუშევარი.

სასკოლო გამოფენა „ოქროსფერი შემოდგომა“

30 ოქტომბერს მოეწყო სასკოლო გამოფენა „ოქროსფერი შემოდგომა“ შემოდგომის ნაირფერებით გამოწვეულ შთაბეჭდილების საფუძველზე მე-2 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებლის მაია ქობულაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს ნახატების გამოფენა. ბავშვების შთაგონება გამოწვეული იყო შემოდგომის ნაირფერებით. თითოეულმა მოსწავლემ შექმნა განსაკუთრებული ფერთა მდიდარი გამით გაჯერებული ნახატი.

პროექტი „მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში“

IIIბკლასის მათემატიკის მასწავლებელმა ნინო კეკელიძემ 2018 წლის 26 ოქტომბერს განახორციელა პროექტი, თემაზე: „მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის მსვლელობაში, რომელიც ხორციელდებოდა მთელი თვის განმავლობაში. შედგა რამდენიმე შეხვედრა, მასწავლებელი ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილავდა ნამუშევრებს, აძლევდა მითითებებს შესრულებული დავალების ირგვლივ, მოსწავლეები… სრულად »

პროექტი “აპლიკაცია”

26 ოქტომბერს მათემატიკის მასწავლებლებმა მ. არუთუნიანმა და ი. გოგიჩაშვილმა მე-2ა და მე-2 გ კლასებში განახორციელეს პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით: “აპლიკაცია”. მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში იძიებდნენ კომპოზიციებსა და აპლიკაციებს. გეომეტრიული ფიგურებით წინასწარ დაამზადეს სხვადასხვა ფორმის, ზომისა და ფერის გეომეტრიული ფიგურები და მათი… სრულად »

საკლასო ღონისძიება “კახეთი”

19 ოქტომბერს ისტორიის პედაგოგმა ე. ანჯაფარიძემ მე-6 ბ კლასში ჩაატარა საკლასო ღონისძიება, თემაზე: “კახეთი”. მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე დაამზადეს კედლის გაზეთები, წარმოადგინეს ინფორმაცია, რომელიც მოიძიეს საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით, კახეთის ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიების, კახეთის ღირსშესანიშნაობებისა და მეურნეობას, ასევე თანამედროვე კახეთის შესახებ.

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის მონაწილეთა რეგისტრაცია

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა რეგისტრაცია პირველი ნოემბრის 10:00 საათზე დაიწყება და 12 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე.