16 მაისს მე-3ბ კლასში ჩატარდა თანამშრომლობითი გაკვეთილი ქართულ ენასა (ნ. სამანიშვილი) და მათემატიკაში (მ. არუთუნიანი), თემაზე: “საკლები ცხრიანი”.

მოსწავლეებმა შეისწავლეს რაოდენობითი რიცხვითი სახელის მართლწერა, ასევე გაიგეს რიცხვითი სახელისა და რიცხვების ურთიერთმიმართება. გამოუმუშავდათ რიცხვითი სახელების გამოყენების უნარი წინადადებებისა და ტექსტის შედგენისას.

მათ ჩამოუყალიბდათ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური ანალიზის უნარ-ჩვევები.