13 ივნისს, თეა კობახიძემ, თავის სადამრიგებლო IVა კლასში, ჩააატარა ვიქტორინა. მოსწავლეები 5 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან იყო: მათემატიკურ-ლოგიკური, გამოცანები, ქართული მარცვლებად დაყოფილი სიტყვების დაფარული სიმბოლოების ამოცნობა, მწერლებისა და კომპოზიტორების პორტრეტების ამოცნობა, მოსმენილი ნაწარმოების ავტორისა და სახელწოდების დადგენა, ქალაქებისა და ქვეყნების გამოცნობა სხვადასხვა გამოსახულებების მეშვეობით, დაშლილი ფიგურების ნაწილების რაოდენობრივად დათვლა, მულტფილმის გმირების ამოცნობა სურათების დახმარებით. ვიქტორინის ერთ- მონაკვეთში მშობლებიც აქტიურად ჩაერთვნენ და მათი დახმარებით, ჯგუფმა ორი დამატებითი ქულა მოიპოვა. ვიქტორინაში გამარჯვება IV ჯგუფმა მოიპოვა. დამრიგებელმა კი თითოეული მოსწავლე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობაში მონაწილეობისათვის და სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. ეს დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამრიგებელმა და მოსწავლეებმა ერთმანეთს სამახსოვრო წარწერები გაუკეთეს თეთრ პერანგებზე და ამით კიდევ უფრო გაალამაზეს ამ დღის ღონისძიება.