11 ივნისს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკა ყურაშვილმა მე-7 გ კლასში ჩაატარა პროექტის ” თორნიკე ერისთავი და ათონელი ბერები” შემაჯამებელი პრეზენტაცია/გაკვეთილი.

პროექტი უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებმა სრულყოფილად  შეისწავლეს ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო სკოლის, ივირონის, ისტორია, ქართველი  ათონელი ბერების მოღვაწეობა და შემოქმედება. განსაკუთრებით ყურადღებით გაეცნენ  თორნიკე ერისთავის ცხოვრება/შემოქმედებას.  დაინტერესდნენ და გამოიკვლიეს ამ  მონასტერში მოღვაწე ქართველი ათონელი ბერების განვლილი გზა.  გამოიტანეს  სუბიექტური დასკვნები მკვლევართა და კრიტიკოსთა ანალიზებისა და კვლევების საფუძველზე. ასევე,  თავად ცადეს საკუთარი მოსაზრებების  დამტკიცება.