4 ივნისს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა IV/ა კლასის მოსწავლეების  მონაწილეობით  ჩაატარა კონფერენცია „ქართული დამწერლობის ისტორია“.

ბავშვებმა ისუბრეს ქართული დამწერლობის წარმოშობაზე, განვითარებასა და ახალ აღმოჩენებზე. წაიკითხეს მურმან ჯგუმბურიას ლექსი „ქართული ენა“ და იმსჯელეს მასში გადმოცემული ფაქტების შესახებ. კონფერენციაზე მასალები წარმოდგენილი იყო სლაიდ შოუს საშუალებით.