ქართული დამწერლობა მოხაზულობითა და სილამაზით მსოფლიოს 5 საუკეთესო დამწერლობას შორის მესამე ადგილზეა, I /ა, III/ა და IV/ა კლასის მოსწავლეებიც ეუფლებიან ლამაზად წერის ხელოვნებას.  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა 24 მაისს, პოპულარიზაციისა და ქართული დამწერლობის წინაშე ხარკის მოხდის მიზნით, ამ კლასებში, ჩაატარა კონკურსი კალიგრაფიაში.  ყველა მოსაწილემ აჩვენა  წერის ორიგინალური სტილი და შემოქმედებითი გემოვნება,

ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნაშრომების ავტორებიც. მასწავლებელმა მოსწავლეთა ნაწერები   ერთ წიგნად აკინძა, რომელშიც ყველას შეუძლია დააფიქსიროს თავისი  შთაბეშდილება და გამოყოს გამორჩეული კალიგრაფიული ნაშრომი.

ვფიქრობ, ამგვარი ღონისძიებები ხელს შუწყობს ლამაზად წერის ხელოვნების განვითარებას..