28 მაისს მე-10ა კლასში მუსიკის მასწავლებლის ს. სიმონიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა საკლასო კონფერენცია, თემაზე: “ქართველი შემსრულებელი, კომპოზიტორი, მუსიკალური ნაწარმოები”.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ქართველი კომპოზიტორებისა და თანამედროვე მომღერლების საყვარელი ნაწარმოებების შესახებ. მოისმინეს აღნიშნული კომპოზიტორების სხვა ნაწარმოებებიც და თავადაც შეასრულეს სიმღერები გიტარის თანხლებით.