19 მაისს მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ მე-6ა და მე-4ბ კლასებში ჩაატარა კონკურსი: “სანოტო დამწერლობა”.

კონკურსის პირობა იყო მოსწავლეებს მოკლე მუსიკალური ფრაგმენტი სანოტო რვეულებში უშეცდომოდ, ლამაზად და სუფთად გადაეტანათ.

ორივე კლასიდან გამოვლინდა თითო გამარჯვებული: მე-4ა კლასის მოსწავლე ლევან ივანიძე და მე-4ბ კლასის მოსწავლე ლიზი ძმანაშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცემათ სიგელები.