24 მაისს ისტორიის პედაგოგმა ე.ანჯაფარიძემ მე-6გ კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია, თემაზე: “ხელნაწერი წიგნებიდან ნაბეჭდ წიგნებამდე”. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია. ისაუბრეს განათლების კერებზე, როგორ ხდებოდა წიგნების გადაწერა ხელით, როგორ დაარსდა პირველი სტამბა საქართველოში, ქართული ანბანის განვითარებაზე. დაამზადეს კედლის გაზეთები და სლაიდები.