1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 ბ კლასის დამრიგებელმა ნ. სამანიშვილმა ჩაატარა ღია კლასის საათი.

მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დაწესდა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციის მიერ და აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია ზრუნვა ბავშვთა ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

კლასის საათისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს ინფორმაცია გამოგონებების შესახებ, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. წარმოადგინეს ინფორმაცია, თუ ვინ და როდის გამოიგონა ხომალდი, სათვალე, კომპიუტერი და სხვა დღეისთვის არსებითად საჭირო ნივთები.