კალენდარი
ივნისი 2018
« მაი    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 01/06/2018

ღია კლასის საათი

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მე-3 ბ კლასის დამრიგებელმა ნ. სამანიშვილმა ჩაატარა ღია კლასის საათი. მან მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე — დაწესდა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციის მიერ და აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია… სრულად »

საგნობრივი პროექტი “ილია ჭავჭავაძის შემოქმედება”

30 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნატო სამანიშვილის ხელმძღვანელობით მე-3 ბ კლასში გაიმართა პროექტის, “ილია ჭავჭავაძის შემოქმედების” პირველი ეტაპის პრეზენტაცია. მოსწავლეებმა, ინტერნეტის დახმარებით, ი. ჭავჭავაძის უკეთ გასაცნობათ მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია მწერლის ბიოგრაფიის, ცხოვრების, შემოქმედებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. წაიკითხეს… სრულად »

აკაკი წერეთლის პოეზია

17 მაისს მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნატო სამანიშვილმა ჩატარა აკაკი წერეთლის პოეზიის საათი. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს პოეტის მიერ შექმნილი ლექსები, რომლებიც შეისწავლეს 2017-2018 სასწავლო წელს. მიზანი მიღწეულ იქნა, მოსწავლეებს გაუღვივდათ ინტერესი პოეზიის მიმართ.

საკლასო კონფერენცია “საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე”

2018 წლის 23 მაისს ისტორიის მასწავლებელმა ეთერ დოგუზოვმა მე-9ა კლასში ჩაატარა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის (1918-2018) 100 წლის თავს. მოსწავლეებმა ინტერნეტის დახმარებით მოიძიეს თემასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები, დაამუშავეს ინფორმაცია და წარმოადგინეს რეფერატებისა და კედლის გაზეთების სახით.

საკლასო კონფერენცია “ხელნაწერი წიგნებიდან ნაბეჭდ წიგნებამდე

24 მაისს ისტორიის პედაგოგმა ე.ანჯაფარიძემ მე-6გ კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია, თემაზე: “ხელნაწერი წიგნებიდან ნაბეჭდ წიგნებამდე”. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია. ისაუბრეს განათლების კერებზე, როგორ ხდებოდა წიგნების გადაწერა ხელით, როგორ დაარსდა პირველი სტამბა საქართველოში, ქართული ანბანის განვითარებაზე. დაამზადეს კედლის გაზეთები და სლაიდები.