კალენდარი
ივნისი 2018
« მაი   ოქტ »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: ივნისი 2018

თანამშრომლობითი გაკვეთილი “საკლები ცხრიანი”

16 მაისს მე-3ბ კლასში ჩატარდა თანამშრომლობითი გაკვეთილი ქართულ ენასა (ნ. სამანიშვილი) და მათემატიკაში (მ. არუთუნიანი), თემაზე: “საკლები ცხრიანი”. მოსწავლეებმა შეისწავლეს რაოდენობითი რიცხვითი სახელის მართლწერა, ასევე გაიგეს რიცხვითი სახელისა და რიცხვების ურთიერთმიმართება. გამოუმუშავდათ რიცხვითი სახელების გამოყენების უნარი წინადადებებისა და ტექსტის შედგენისას. მათ ჩამოუყალიბდათ… სრულად »

ვიქტორინა

13 ივნისს, თეა კობახიძემ, თავის სადამრიგებლო IVა კლასში, ჩააატარა ვიქტორინა. მოსწავლეები 5 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. შეკითხვები სხვადასხვა სფეროდან იყო: მათემატიკურ-ლოგიკური, გამოცანები, ქართული მარცვლებად დაყოფილი სიტყვების დაფარული სიმბოლოების ამოცნობა, მწერლებისა და კომპოზიტორების პორტრეტების ამოცნობა, მოსმენილი ნაწარმოების ავტორისა და სახელწოდების დადგენა, ქალაქებისა… სრულად »

კონკურსი თემაზე “ჩემი კალიგრაფია”

ადამიანი ყოველთვის ისწრაფოდა სილამაზისკენ და ეუფლებოდა ლამაზად წერის ხელოვნებას. 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა 1 ბ კლასში ჩაატარა კონკურსი თემაზე “ჩემი კალიგრაფია”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორიგინალური ნაშრომები. გამოვლინდა საუკეთესო ხელნაწერის ავტორებიც

პროექტი „არა ნარკოტიკებს, თამბაქოს და ალკოჰოლს!“

2018 წლის 5 ივნისს VIII ბ კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებელ თამარ კუბლაშვილთან ერთად წარმოადგინეს პროექტი, თემაზე: „არა ნარკოტიკებს, თამბაქოს და ალკოჰოლს!“ პროექტის მიზანია მეტი ინფორმაცია იცოდნენ  მკვლელი ნივთიერებების შესახებ, რითაც თავს დაიცავენ საფრთხის შემცველი სიტუაციებიდან.

პროექტი “როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონი”

2018 წლის 22 და 23 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა მე-6ა და მე6ბ კლასებში განახორციელა პროექტი, თემაზე: “როგორც ერთია ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაქტიონი”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია მწერლის შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ. დაამზადეს სლაიდები, კედლის გაზეთები, წარმოთქვეს პოეტის ლექსები.

მათემატიკური ღონისძიება “სიმეტრია სამყაროში”

2018 წლის 25 მაისს, მათემატიკის მასწავლებელმა ინგა მარჯანიძემ, მე-7დ კლასში ჩაატარა მათემატიკური ღონისძიება “სიმეტრია სამყაროში”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული სიმეტრიის მაგალითები მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ხელოვნებაში და არქიტექტურაში. იმსჯელეს სიმეტრიული ფიგურებისა და სიმეტრიის თვისებების შესახებ.