სრულდება პირველი კლასის სასწავლო წელი. მშობლებს, მასწავლებელბს და მოსწავლეებს აინტერესებთ ერთი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის ხარისხი. ესგ-ს მიხედვით მათემატიკაში მისაღწევი შედეგია: მოსწავლემ რიცხვებს შეუსაბამოს რაოდენობები, შეასრულოს შეკრება-გამოკლება 20-ის ფარგლებში, ასევე ერკვეოდეს ისეთ ცნებებში, როგორიცაა მდებარეობა, რიგი, ჯგუფი, გეომეტრიული ფიგურა და სხვა. გაიაზროს და ამოხსნას მარტივი მათემატიკური ამოცანები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 18 მაისს Iბ და Iგ კლასებში პედაგოგებმა:  მ. არუთუნიანმა და ი. გოგიჩაშვილმა ჩაატარეს დიაგნოსტიკური ტესტირება, სადაც გამოვლინდა შეძენილი ცოდნა და უნარები. შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწავლემ აითვისა საპროგრამო მასალა და მზადაა მეორე კლასში გადასასვლელად.

ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!