15 აპრილს, მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ, თავის სადამრიგებლო IVა კლასში სტუმრად მოიწვია ყველასათვის საყვარელი მხატვარი – ნინო ჩაკვეტაძე.
ბავშვები მოლოდინით აღსავსე ელოდნენ ამ დღეს. მხატვრის შემოქმედებას მანამდეც იცნობდნენ და ძალიან მოწონდათ, თუმცა ქ-ნ ნინოსთან პირისპირ შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მოსწავლეებსა და მხატვარს შორის, პირველივე წუთებიდან საოცრად თბილი და შინაურული ურთიერთობა დამყარდა.
ბავშვებმა უამრავი, მათთვის საინტერესო შეკითხვა დაუსვეს ქ-ნ ნინოს.
მხატვარი კი უამბობდა და უამბობდა…
შეხვედრის ბოლოს, სტუმარმა პატარებს სამახსოვროდ თავისი ნახატების რეპროდუქციული ბარათები უსახსოვრა.
შეხვედრას ესწრებოდა სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილი და მშობლები.
ის ლამაზი წუთები, თითოეული მათგანისთვის ემოციურად დატვირთული და ძალიან შთამბეჭდავი იყო.
და ეს იყო დღე, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ ბავშვებს!!!