III/ ა  კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, დაიწყო მუშაობა  პროექტზე: „რა საიდუმლოს ინახავს მთვარე“.  პროექტის ეგიდით დანიშნულ პირველ შეხვედრაზე, მასწავლებელმა ინფორმაციის გავრცელების მიზნით,  მოსწავლეებს დაურიგა საინფორმაციო ხასიათის  ბუკლეტები, რომლებითაც მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შინაარსზე, მიზნებსა და განსახორციელებელ აქტოვობებზე.  გონებრივი იერიშის  მეთოდით, გამართა  დისკუსია ზოგად შეკითხვაზე:  რა საიდუმლოს ინახავს მთვარე?

მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს  დაფაზე.

მასწასვლებელმა მოსწავლეებს დაურიგა  სქემა  „ვ-მ-ვ“ და ამ სქემის საშუალებით  დაადგინა, რა იციან მოსწავლეებმა მთვარის შესახებ და რა აინტერესებთ მასზე. მოსწავლეებთან  ერთად მასწავლებელმა შეიმუშავა  შეფასების კრიტერიუმები და შექმნა  შეფასების  სქემა, რომელიც დაურიგა თითოეულ ჯგუფს,  რათა წინასწარ  გაიაზრონ ყველა შესასრულებელი  დავალება, აგრეთვე, ესაუბრა პროექტის მიზნებსა და იმ აქტივობებზე, რომელთა  შესრულებაც მოუწევთ პროექტზე მუშაობის პროცესში.

მასწავლებელმა ჯგუფების ფორმირებისთვის   გამოიყენა  წინასწარ შერჩეული   ცნობილი გამონათქვამები ლიტერატურაზე, მხატვრობასა და მკვლევარებზე. 9-9  ცალი გამონათქვამი  სამი ჯგუფისათვის მოათავსა წინასწარ დამზადებულ ქაღალდის  ხომალდში.  ვისიც შეხვდა გამონათქვამი პოეზიაზე გაერთიანდა „პოეზიის“ ჯგუფში, ვისიც შეხვდა გამონათქვამი მხატვრებზე – „მხატვრების“  ჯგუფში, მეცნიერებაზე – „მეცნიერების“ ჯგუფში.

მასწავლებელმა, ასე, საინტერესოდ და მხიარულად მოახდინა ჯგუფების ფორმირება და ამ პრინციპით   შექმნა სამი ჰეტეროგენური ჯგუფი.