კალენდარი
მაისი 2018
« აპრ    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 03/05/2018

ტესტირება მათემატიკაში

ა/ წ 1 მაისს მათემატიკის მასწავლებლებმა მ. არუთუნიანმა და  ი. გოგიჩაშვილმა 1ბ და 1გ კლასებში ჩაატარეს ტესტირება მათემატიკაში. მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ასაკის შესაფერისი სათანადო ცოდნა და უნარები.

გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები III/ა კლასში

ამ ბოლო დროს ტელევიზორის ეკრანებსა თუ გაზეთების ფურცლებზე ხშირად მოჰკრავთ თვალს ინფორმაციას წიგნიერების დონის ამაღლებისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით გამართული სხვადასხვა ღონისძიების შესახებ. ალბათ ბევრს უკვირს, რა საჭიროა ამხელა ხმაურის ატეხა ისეთი ჩვეულებრივი მოვლენის გარშემო, როგორიცაა წიგნის კითხვა. როგორც წესი,… სრულად »

კვლევითი დავალება „ამინდი აპრილში“

2018 წლის 30 აპრილს მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კვლევითი დავალება, თემაზე: „ამინდი აპრილში“. ისინი მთელი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ ამინდს და აღრიცხავდნენ ცხრილში პიქტოგრამის სახით, შედეგი წარმოადგინეს სვეტოვანი დიაგრამის სახით და გააკეთეს დასკვნა, როგორი იყო აპრილის თვე ამინდის მიხედვით.

კონკურსი-გამოფენა „My favourite Toys” ( ,,ჩემი საყვარელი სათამაშოები“)

2018  წლის  6 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებელმა ვიქტორია მოშენსკაიამ 1ბ და 1გ კლასებში განახორციელა საგნობრივი კონკურსი-გამოფენა, სახელწოდებით: „My favourite Toys” ( ,,ჩემი საყვარელი სათამაშოები“). მოსწავლეებმა დახატეს თავიანთი საყვარელი სათამაშოები, აღწერეს ისინი ინგლისურ ენაზე და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

საგნობრივი პროექტი „London Trip”(„მოგზაურობა ლონდონში“)

ამა წლის 24 აპრილს ინგლისური ენის მასწავლებელმა ვიქტორია მოშენსკაიამ მე-7 ა კლასში განახორციელა საგნობრივი პროექტი, სახელწოდებით: „London Trip”(„მოგზაურობა ლონდონში“). მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოიძიეს ინფორმაცია ლონდონის ღირშესანიშნაობების ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ.  წარმოადგინეს  კედლის გაზეთები და სლაიდშოუები ინგლისურრ ენაზე.

შეჯიბრი ფრენბურთში

2018 წლის 25 აპრილს ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა ზ. პეტროსიანმა მე-10ა და მე-11ა კლასებს შორის ჩაატარა შიდა სასკოლო შეჯიბრი ფრენბურთში. შეჯიბრი ორ ტურად გაიმართა. პირველი ტური ფრედ დამთავრდა, ხოლო მეორე ტურში, რომელიც გაიმართა 2 მაისს, გამარჯვება, ანგარიშით 2-1,  მე-10 ა კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს.