27 აპრილს ისტორიის მასწავლებელმა ნ. პეტრიაშვილმა მე-9გ კლასში ჩაატარა საგნობრივი კონფერენცია თემაზე: „9 აპრილი, საქართელოს დამოუკიდებლობის დღე“.

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ იქნა თემასთან დაკავშირებული რეფერატები, მათ დაწვრილებით ისაუბრეს, თუ როგორ და ვისი მონაწილეობით მოხდა დამოუკიდებლობის გამოცხადება.  ასევე გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი და იმ ადამიანთა სახელები, რომელთა დამსახურებაცაა დღევანდელი „თავისუფალი საქართველო“.