კალენდარი
მაისი 2018
« აპრ   ივნ »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: მაისი 2018

კარლ პოპერის სახელობის დებატების ფინალი

28 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ეკა ყურაშვილის, ინიციატივითა და ქართული ენის კათედრის ეგიდით, მეშვიდე კლასელებს შორის გამართა კარლ პოპერის სახელობის დებატების ფინალი. დებატებს აფასებდნენ მე-10 გ კლასის მოსწავლეები, რომლებმაც გამოავლინეს  საუკეთესო სპიკერები და გამარჯვებული გუნდი. საბოლოოდ, გაიმარჯვა მე-7გ კლასმა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამართა ღონისძიება

VII გ კლასის დამრიგებელმა, ეკა ყურაშვილმა, 25 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამართა ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო სკეჩები, საცეკვაო კომოპოზიციები, წაიკითხეს პატრიოტული ჟანრის ლექსები და იმღერეს სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერები.

მათემატიკური თამაში “სუსტი რგოლი”

24-25 მაისს მე-4ა კლასში მათემატიკის მასწავლებელმა მ. არუთუნიანმა ჩაატარა მათემატიკური თამაში “სუსტი რგოლი”. თამაშის საწყის ეტაპზე გაიმართა შესარჩევი ტურები და  გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ფინალში. მათემატიკური თამაშის ფინალში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ხარისხის დიპლომებით.

პროექტი „რა საიდუმლოს ინახავს მთვარე“

III/ა კლასის ქართულიენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა  პროექტის ფარგლებში  ჩაატარა მეოთხე  შეხვედრა.   „მხატვრების “ ჯგუფმა მოიძია და წარმოადგინა  ნახატები მთვარეზე და ბიოგრაფიები მათ შემქმნელებზე. იმსჯელეს, რა ინფორმაციას გადმოსცემენ  მხატვრები მთვარეზე შექმნილი ნახატებით.                                       გამოიტანეს სათანადო დასკვნები: რა… სრულად »

პროექტი “ხელნაწერი წიგნები”

2018 წლის 25 და 30 მაისს ხელოვნების მასწავლებელმა ი. კახაძემ მე-5ბ და მე-6დ კლასებში განახორციელა პროექტის პრეზენტაცია, თემაზე: “ხელნაწერი წიგნები”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალი საინტერესო მასალა და ინფორმაცია ხელნაწერი წიგნების შესახებ. ბავშვები გაეცნენ ძველი მინიატურული ნიმუშების შექმნის ისტორიას და მათ შესრულების… სრულად »

კარლ პოპერის სახელობის დებატები

21 მაისს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებწლმა  ეკა ყურაშვილმა ქართული ენის კათედრის ეგიდით მეშვიდე კლასელებს შორის გამართა კარლ პოპერის სახელობის დებატები. დებატებისთვის მზადება ჯერ კიდევ 14 მაისს დავიწყეთ. მე-10 გ კლასის მოსწავლეებმა პატარებს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩაუტარეს ტრენინგი.  მათივე ორგანიზებით,… სრულად »