27 აპრილს ბუნების საგნის პედაგოგმა ნინო დვალმა მე-2ბ კლასის მოსწავლეებისთვის განახორციელა პროექტი, სახელწოდებით: “გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ბუნება”.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის მცენარეებსა და ცხოველების გაფრთხილებასა და სათუთად მოვლას, რომ ჩვენი არსებობისთვის აუცილებელია ფლორისა და ფაუნის დაცვა.

მოსწავლეები ამაყი და დამაჯერებელი განწყობით, ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, მათ დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია, შექმნეს თვალსაჩინო ლოზუნგები და მოაწყეს აქცია ქუჩაში მოქალაქეებისათვის.

ამ დღის აქტივობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებზე.