რადგან თოჯინას ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და იგი წარმოადგენს სერიოზულ შუამავალს ბავშვსა და გარემოს შორის, კარგი იქნება თუ თითოეულ ბავშვს ეცოდინება მისი წარმოშობის ისტორია, მათი შექმნის თავისებურებები. თოჯინა წარმოადგენს ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, ის კაცობრიობის განვითარების სარკეც კი არის, ამიტომ ამ პროექტის დახმარებით ბავშვებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ თოჯინების დამზადების ქართული ტრადიციული ხელსაქმე.

საქრთველოშო თოჯინებს მეტდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვთ. გადმოცემის მიხედვით ამ პატარა არსებებს არამხოლოდ გასართობად, არამედ სხვადასხვა განსაკუთრებული მიზნებისთვისაც იყენებდნენ. ქართული ოჯახები თოჯინებს ხან გამრავლებას, ხან ბუნების ძალთა გამგებელ „ღვთაებათა“ გულის მონადირებას, ხან დარს და ხანაც წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ.

ამიტომაც ისინი თავიდანვე ქართული ოჯახებისთვის მნიშვნელოვან ატრიბუტს წრმოადგენდნენ.

„თოჯინების გარეშე ჩვენი ცხოვრება უფერული და მოსაწყენი იქნებოდა.“ „მეთოჯინეობა ესაა განსაკუთრებული სულიერი მდგომრეობა, როდესაც არაფრისგან ქმნი ნამუშევარს. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უდიდესი სიხარული მოქვს.“

საკუთარი ხელით დამზადებული  სათამაშო წარმოსახვის უნარის გამოყენების საოცარი შესაძლებლობაა. სათამაშოს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თოჯინები ბედნიერებას ანიჭებენ პატარებს, ისინი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე არსებობდა.

თუმცა ოთხი ჯოხის გადაჯვარედინებით გაკეთებულმა ბებიების დროინდელმა, ხელნაკეთმა თოჯინებმაც  შეიძლება ბედნიერი გახადოს ბავშვი, მით უფრო თუ ეს თოჯინები მათი პატარა ხელებითაა დამზადებული.

2018 წლის 30 აპრილს ქრთული ენისა და ლიტერტურის პედგოგმა მაკა კაციტძემ IIა კლასში ნ. ბეზარშვილის მოთხრობის „თოჯინა“ შესწავლის შემდეგ მოსწავლეებთან ერთად გადაწყვიტა განეხორციელებინა პროექტი, თემაზე: „კუკნები “- ქართული თოჯინის ისტორია.

მოთხრობაში ბებო შვილიშვილს ასწავლის თოჯინის შექმნას. მოსწავლეებს თავადაც გაუჩნდათ სურვილი დაემზადებინთ პაწაწინა თითებით თავისი ფანტზიით შექმნილი თოჯინა. ისინი საკუთარი ნახელავით კმაყოფილები დარჩნენ. ძალიან ლამაზები და მიმზიდველები იყვნენ მათ მიერ დამზადებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის თოჯინები.

ამავე დღეს ვესტუმრეთ ხელოვნების სასახლეს, სადაც მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში: „კუკნების დამზადება“.  მათ საშუალება მიეცათ მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინები ეხილათ და მიღებული შთაბეჭდილებებით საკუთრი კუკნები შეექმნათ. პრქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი იყო მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინები და საკუთარი ფანტაზიით შეეძლოთ მსგავსი თოჯინის დამზადება.

ბოლოს შევაჯამეთ პროექტი. ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა შეძლეს ნაშრომების შექმნა, პრეზენტაციები და საკლასო ოთახის გრემოს მოწყობა საკუთრი ძალებით.

საინტერესო, სახალისო და საოცრად ლამაზი  პროექტი შედგა. მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ ერთმანეთს, აზროვნებდნენ და მსჯელობდნენ.

მუზეუმში გატარებულმა დრომ სწრფად და საინტერესოდ გაიარა.