“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება, თუ ამათ არ ვუპატრონეთ რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?…”

16 აპრილს ნ. სამანიშვილმა სადამრიგებლო მე-3ბ კლასის მოსწავლეები წაიყვანა გასვლით გაკვეთილზე დედაენის ბაღში.  ეს გაკვეთილი მიეძღვნა დედაენის დღეს.

მასწავლებელმა ბავშვებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ აღინიშნება დედაენის დღე 14 აპრილს და რა საფრთხის წინაშე იდგა ქართული სახელმწიფო ენა 1978 წელს. მოუთხრო იმჟამინდელი ქართველი სტუდენტების, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა შესახებ, რომლების საპროტესტო გამოსვლების გამოც შენარჩუნებულ იქნა ქართული ენა სახელმწიფო ენად.