2018 წლის 20 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. ჭეიშვილმა მე-6ა და მე-6 ბ კლასებში ჩაატარა კონკურსი, სახელწოდებით: “ჩემი საყვარელი იგავ-არაკი”.

მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდი მეიგავის, დიპლომატის, გულანთებული მამულიშვილის, სულხან საბა ორბელიანის შემოქმედებითი ცხოვრების შესახებ. გაიაზრეს იმ ზნეობრივი პრინციპებისა და შეგონებების არსი, რომლებიც იგავებშია გადმოცემული.

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები ჩასწვდნენ იგავების დედააზრს და ისაუბრეს საყვარელი იგავ-არაკების შესახებ.