23 აპრილს ბუნების მასწავლებელმა ნ. დვალმა მე-3 ბ კლასის მოსწავლეებისთვის მოაწყო გასვლითი გაკვეთილი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრაზე არსებულ „პლანეტარიუმის ლაბორატორიაში“.

გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო საკვლევი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, მარტივად ამოეცნოთ და დაესახელებინათ „მზის ოჯახში“ შემავალი პლანეტები.

ბავშვებმა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით იმოგზაურეს კოსმოსში, ნახეს გალაქტიკები და ვარსკვლავები, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ თვალსაჩინოებამ.