კალენდარი
აპრილი 2018
« მარ   მაი »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 23/04/2018

შეჯიბრი კალათბურთში

22 აპრილს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები კალათბურთში შეეჯიბრნენ N152-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს. შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც N136-ე სკოლამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. ფიზიკური აღზრდის პედაგოგი: ზ. პეტროსიანი.

საგნობრივი პროექტი “გერმანელები საქართველოში”

ამა წლის 18 აპრილს გერმანული ენის მასწავლებელმა ლია ქინქლაძემ მე-11 დ კლასში განახორციელა პროექტი, სახელწოდებით: “გერმანელები საქართველოში”. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოიძიეს ინფორმაცია გერმანელთა მიერ ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში დანატოვარი კვალის შესახებ. პრეზენტაცია მიმდინარეობდა ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწეებისა და ისტორიული პირების შესახებ მომზადებული სლაიდშოუს ფონზე.

საგნობრივი ღონისძება “რუსთაველის ნაკვალევზე”

2018 წლის 13 აპრილს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის თ. ჩემიას ხელმძღვანელობით მე-10 ა კლასში გაიმართა ღონისძიება “რუსთაველის ნაკვალევზე”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო მასალა “ვეფხისტყაოსნის” ხელნაწერებზე, გამოცემებზე და ილუსტრაციებზე. ბოლოს განიხილეს ბატონი იოსებ გოგატიშვილის კვლევა შოთა რუსთაველის ბიოგრაფიასა და ვინაობაზე, ნაშრომებმა დიდი ინტერესი გამოიწვია.