2018 წლის 13 აპრილს მე-4 ბ კლასში ხელოვნების მასწავლებლის ი. კახაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტის პრეზენტაცია, თემაზე: „მოგზაურობა წარსულში“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია შემდეგ თემებზე: აღდგომის კუნძლი, ტერაკოტას მეომრები, ტროა და მიკენა, თერმები და პეტროგლიფები. მათ გაგვაცნეს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძველი სამყაროს ხელოვნების საოცრებები, გაიგეს და გაიმყარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როდის და როგორ იქმნებოდა ხელოვნების უძველესი ნიმუშები, წარმოადგინეს ფოტომასალა, შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები და მოაწყეს საკლასო გამოფენა.