28 მარტს 1ა კლასში ჩატარდა მათემატიკა-ბუნების თანამშრომლობითი გაკვეთილი, თემაზე: „გასეირნება ტყეში“.

გაკვეთილის მიზანი იყო, რომ მოსწავლეები გაცნობოდნენ ტყეში მობინადრე გარეულ ცხოველებს, შეძლებოდათ მათი დასახელება და მარტივად დახასიათება. ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ბავშვებს შემეცნებითი და სხვა უნარების განვითარებაში.

ღია გაკვეთილმა დიდი ხალისი და ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში, მათ შეასრულეს სხვადასხვა აქტივობები და გამოთქვეს სურვილი უახლოეს მომავალში ზოოპარკში სტუმრობისა.

მასწავლებლები მ. არუთუნიანი და ნ. დვალი.