სსიპ ქალაქ თბილისი N136 საჯარო სკოლა

 0167 თბილისი, გლდანი ნი, /, ტელ. (995 32) 265-29-80

 e-mail: Tbilisi136@mes.gov.ge.  www.136skola.ge

 

განცხადებ

 

სსიპ ქალაქ  თბილისის  N136  საჯარო  სკოლა  აცხადებს  პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018-2019  სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

I ეტაპი – 2018 წლის 10 აპრილიდან – 27 აპრილის ჩათვლითრეგისტრირდებიან მხოლოდ ის ბავშვები:

 რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

  • რომლის მშობელიც (დედა ან მამა) სკოლის თანამშრომელია;
  • რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

მოსწავლეებს არეგისტრირებს სკოლა.

II ეტაპი –   2018 წლის 08 მაისიდან ამავე წლის 08 ივნისის ჩათვლით.

საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია  განხორციელდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (www.emis.ge   http://registration.emis.ge).

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2018 წლის  11  ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების  განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი – 2018 წლის 02 ივლისიდან  2018 წლის 16 ივლისის ჩათვლით, რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.

შენიშვნა:  რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს (რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ 17 სექტემბერის ჩათვლით).

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 16 აგვისტოს ბრძანება #675 საფუძველზე, მშობელმა მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად უნდა წარადგინოს, შემდეგი დოკუმენტები:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
  2. დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  3. ორი ფოტო სურათი 3X4 (ფერადი);
  4. ჯანმრთელობის ცნობა;
  5. მშობელთა/მეურვის პირადობის მოწმობის ასლები;
  6. მეურვის შემთხვევაში, მეურვეობის დამადასტურებელი ნოტარიული ასლი;
  7. ლტოლვილის/სოციალურად დაუცველის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
  8. შშმ პირის შემთხვევაში ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 საბუთების მიღება იწარმოებს სკოლის კანცელარიაში 1400 საათიდან 1600 საათამდე (შაბათ კვირის გარდა).                                                                                                                                                   

დირექცია