2018 წლის 30 მარტს  V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის, თამარ კუბლაშვილის, ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი, თემაზე: „კონტინენტები და მათი მნიშვნელოვანი ობიექტები“.

ბავშვებმა ნასწავლი მასალისა და ინტერნეტში მოძიებული დამატებითი ინფორმაციის დახმარებით შექმნეს საინტერესო სლაიდ შოუები ყველა კონტინენტზე, მათთვის დამახასიათებელ ნიშან-ფაქტორებზე, იქ არსებულ მნიშვნელოვან ობიექტებზე, მსგავსება-განსხვავებებზე. დაამზადეს კედლის გაზეთები და გააკეთეს პროექტის პრეზენტაცია.