30 მარტს ხელოვნების მასწავლებელმა მაია ქობულაძემ მე-6 ა კლასში ჩაატარა პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით: „მსოფლიოს მუზეუმები“.

პროექტის მიზანი იყო ადამიანთა და საზოგადოებისათვის მუზეუმის როლის დანიშნულებაზე ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, მსჯელობისა და საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარჩვევების განვითარება.

მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ სამუშაოს, დაწერეს ესეები, რომელშიც დაასაბუთეს მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო დანიშნულება. გააკეთეს მაკეტები, კედლის გაზეთები, სლაიდ შოუ და შეაფასეს თემის შესწავლისას მიღებული ცოდნა და უნარჩვევების ხარისხი.