28 მარტს ხელოვნების მასწავლებელმა მ. ქობულაძემ მე-5ა კლასში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, სახელწოდებით: “მოგზაურობა წარსულში”.

ამ პროექტით მოსწავლეებმა შეძლეს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, გაიგეს, თუ როდის და როგორ იქმნებოდა ხელოვნების უძველესი ნიმუშები და გაეცნენ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ძველი სამყაროს საოცრებებს. შექმნეს კედლის გაზეთები, სლაიდ შოუ და სხვა მრავალფეროვანი ნიმუშები.