28 მარტს მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ მე-6ა კლასში განახორციელა მოკლევადიანი პროექტი “სპორტი და მუსიკა”.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სპორტის იმ სახეობების შესახებ, სადაც მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კლასი დაიყო 5 ჯგუფად და თითოეულმა გუნდმა იმუშავა შემდეგზე:
1. ფიგურული სრიალი
2. ქართული ჭიდაობა
3. მხატვრული ტანვარჯიში
4. სინქრონული ცურვა
5. სამეჯლისო და სპორტული ცეკვები
მოსწავლეებმა წარმოადგინეს რეფერატები და დაამზადეს კედლის გაზეთი.