თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 27 მარტს ქართული ენის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა მე-2ბ კლასში ხელნაკეთი თოჯინების გამოყენებით დადგა პიესა “სოკოს ქვეშ”.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს პერსონაჟები, შეაფასეს ისინი საქციელის მიხედვით. განასხვავეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები და ისწავლეს თუ როგორ შეიძლება მეგობრულად და ტკბილი სიტყვით ბოროტი ადამიანი სიკეთის გზაზე დააყენო.