29 მარტს მე-3 ბ კლასში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი-ვიქტორინა.

მოსწავლეებმა თავიანთ დედებს მიუძღვნეს ლექსები და საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრები.

მშობლებს შორის გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში და გამოვლინდა ყველაზე გამჭრიახი დედა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დედები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.