კალენდარი
მარტი 2018
« თებ   აპრ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 30/03/2018

პროექტი “სპორტი და მუსიკა”

28 მარტს მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ მე-6ა კლასში განახორციელა მოკლევადიანი პროექტი “სპორტი და მუსიკა”. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სპორტის იმ სახეობების შესახებ, სადაც მუსიკას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კლასი დაიყო 5 ჯგუფად და თითოეულმა გუნდმა იმუშავა შემდეგზე: 1. ფიგურული სრიალი 2. ქართული… სრულად »

დედის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი – ვიქტორინა

29 მარტს მე-3 ბ კლასში ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი-ვიქტორინა. მოსწავლეებმა თავიანთ დედებს მიუძღვნეს ლექსები და საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრები. მშობლებს შორის გაიმართა კონკურსი მხატვრულ კითხვაში და გამოვლინდა ყველაზე გამჭრიახი დედა. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული დედები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.

მე მიყვარს თეატრი

თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 27 მარტს ქართული ენის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა მე-2ბ კლასში ხელნაკეთი თოჯინების გამოყენებით დადგა პიესა “სოკოს ქვეშ”. მოსწავლეებმა გააცოცხლეს პერსონაჟები, შეაფასეს ისინი საქციელის მიხედვით. განასხვავეს დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები და ისწავლეს თუ როგორ შეიძლება მეგობრულად და ტკბილი… სრულად »

მათემატიკური ოლიმპიადა მე-6 კლასებს შორის

30 მარტს მათემატიკის მასწავლებლებმა ი. გოგიჩაშვილმა და ლ. ალადაშვილმა ჩაატარეს მათემატიკური ოლიმპიადა მე-6 ა,ბ და გ კლასებს შორის. მოსწავლეებმა გამოსცადეს საკუთარი შესაძლებლობები სააზროვნო და ლოგიკური ამოცანების ამოხსნისას. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ I,II და III ხარისხის სიგელებით.

საგნობრივი პროექტი “მოგზაურობა წარსულში”

28 მარტს ხელოვნების მასწავლებელმა მ. ქობულაძემ მე-5ა კლასში ჩაატარა საგნობრივი პროექტი, სახელწოდებით: “მოგზაურობა წარსულში”. ამ პროექტით მოსწავლეებმა შეძლეს შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, გაიგეს, თუ როდის და როგორ იქმნებოდა ხელოვნების უძველესი ნიმუშები და გაეცნენ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ ძველი სამყაროს… სრულად »

საკლასო პროექტი „მსოფლიოს მუზეუმები“

30 მარტს ხელოვნების მასწავლებელმა მაია ქობულაძემ მე-6 ა კლასში ჩაატარა პროექტის პრეზენტაცია, სახელწოდებით: „მსოფლიოს მუზეუმები“. პროექტის მიზანი იყო ადამიანთა და საზოგადოებისათვის მუზეუმის როლის დანიშნულებაზე ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება, მსჯელობისა და საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარჩვევების განვითარება. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ სამუშაოს, დაწერეს… სრულად »