III/ ა კლასში 2 მარტს საქმიანი ფუსფუსი სუფევდა , მოსწავლეები ფერადი ფურცლებით მომზადებულები ელოდნენ კლასის საათის დაწყებას. მათ დამრიგებელი, ქეთევან ყურაშვილი შეჰპირდა დახმარებას. პირველად ლექსის შეთხზვა გაბედეს, დაიწყეს რითმებთან თამაში, მარცვლების თვლა, ტაეპების გამართვა. ადვილი საქმე ხომ არ იყო დედებისთვის წერდნენ ლექსს. ლექსის თხზვას რომ მორჩნენ მისალოცი ბარათები დაამზადეს. დედებივით ლამაზები ბარათები გამოუვიდათ. საიდუმლო სამ მარტამდე შეინახეს, სიურპრიზი  რომ ყოვილიყო.