მე-9 დ კლასის მოსწავლეებმა, 1921 წლის თებერვლის-საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ისტორია-ქართულის საგნების ინტეგრირებით ( მასწავლებლები -ხ.ფანცულაია, მ.გოგალაძე) წარმოადგინეს საინტერესო ფაქტები და მასალები.ბრძოლის წინარე ისტორიისა და ბრძოლის მონაწილეების შესახებ. ასევე განიხილეს კოლაუ ნადირაძის ამ თემაზე შექმნილი ლექსი, -,, 1921 წლის 25 თებერვალი”, მოიძიეს ლექსის შექმნის ისტორია და გამოქვეყნების შემდგომ საზოგადოებისა და ხელისუფლების რეაქცია. ინფორმაციები წარმოდგენილი იყო სლაიდების, კედლის გაზეთებისა და რეფერატების სახით.