2 მარტს, პედაგოგმა თეა კობახიძემ თავის სადამრიგებლო მე-4ა კლასში ჩაატარა ღია კლასის საათი, თემაზე: ,,ბულინგის პრობლემა მოზარდებში”.

ღია კლასის საათს ესწრებოდნენ  მშობლები და მე-11დ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ნინო ყაჭეიშვილთან ერთად. დასაწყისში მე-11ე კლასელებმა პატარებს განუმარტეს ბულინგის მნიშვნელობა, ისაუბრეს ძალადობის საფრთხის თავიდან აცილებისა და სხვების მიმართ ტოლერანტობის აუცილებლობაზე. შესავლის შემდეგ გაიმართა ფილმ ,,საოცრების” პრეზენტაცია. მოსწავლეები აღტაცებითა და ემოციებით გამოხატავდნენ ფილმის ყურებისას თავიანთ განცდებს. დასასრულს, მე-11ე კლასელებმა პატარებთან ერთად გაითამაშეს ძალადობის საწინააღმდეგო აქტივობა. საბოლოოდ, ღია კლასის საათი ემოციურად ძალიან დატვირთული და საინტერესო გამოვიდა.