1 მარტს, ქართული ენის მასწავლებელმა,  ქეთევან ყურაშვილმა IV/ა კლასის მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი „ შოთა რუსთაველის შემოქმედება“,  ისაუბრეს “ვეფხისტყაოსანის” (ადაპტირებული ვერსიის) ირგვლივ,  გამართეს დისკუსია თემაზე: “სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა” და ბოლოს,  აქტივობა „ალავერდობის“ გამოყენებით, ყველა მოსწავლემ წარმოთქვა შოთა რუსთაველის მარგალიტები-აფოროზმები.