2 მარტს ისტორიის მასწავლებელმა ეკატერინე ანჯაფარიძემ მე-8 დ კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია, თემაზე: „ცივი ომი“.

მოსწავლეები გაეცნენ ვიდეო და ბეჭდურ მასალას ცივი ომის შესახებ, შეაჯერეს მოძიებული ინფორმაცია და გააკეთეს პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინეს აღნიშნულ თემაზე შექმნილი კედლის გაზეთებიც.

დასასრულს მასწავლებელმა ბავშვებს მოასმენინა „ცივი ომის“ სიმბოლოდ ქცეული ჯგუფის-scorpions კომპოზიცია “Wind of change”.