2018 წლის 27 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა ე. დოგუზოვმა ჩაატარა კონფერენცია მე-9 და მე-11 კლასებში, თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია 1920-1921 წწ.“

მოსწავლეებმა ნასწავლი მასალისა და დამატებით მოძიებული ინფორმაციის შეჯერებით მოამზადეს პრეზენტაცია, რომელზეც წარმოადგინეს რეფერატები და გამართეს დისკუსია ამ თემის ირგვლივ.