კალენდარი
მარტი 2018
« თებ   აპრ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

დღის არქივი: 01/03/2018

კონფერენცია, თემაზე „საქართველოს ოკუპაცია 1920-1921 წწ.”

2018 წლის 27 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა ე. დოგუზოვმა ჩაატარა კონფერენცია მე-9 და მე-11 კლასებში, თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია 1920-1921 წწ.“ მოსწავლეებმა ნასწავლი მასალისა და დამატებით მოძიებული ინფორმაციის შეჯერებით მოამზადეს პრეზენტაცია, რომელზეც წარმოადგინეს რეფერატები და გამართეს დისკუსია ამ თემის ირგვლივ.

ვიქტორინა “საქართველო XIII-XVIII საუკუნეებში

26 თებერვალს ისტორიის მასწავლებელმა ე. დოგუზოვამ მე-9ა კლასში ჩაატარა ვიქტორინა, თემაზე: “საქართველო XIII-XVIII საუკუნეებში”. მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, თითოეულმა გუნდმა აირჩია კაპიტნები, ისინი ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა კონკურსში: • ემბლემებისა და ვევიზების კონკურსი; • კაპიტნების კონკურსი; • კითხვა-პასუხის კონკურსი. ვიქტორინის ბოლოს ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული ჯგუფი.

საგნობრივი პროექტი “დიდი თამარი”

1 მარტს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნ. სამანიშვილმა მე-6 გ კლასში განახორციელა საგნობრივი პროექტის “დიდი თამარი”-ს პრეზენტაცია. მოსწავლეებმა ნასწავლი და მოძიებული ინფორმაციის შეჯერებით მოამზადეს პრეზენტაცია და წარმოადგინეს კედლის გაზეთებიც. პროექტის დასასრულს ბავშვებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი თამარ მეფეზე.