კალენდარი
თებერვალი 2018
« იან   მარ »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728  
არქივი
წამოგვყევით ფეისბუქზე
სასარგებლო ბმულები

თვის არქივი: თებერვალი 2018

საკლასო კონფერენცია: „ჯვაროსნული ლაშქრობები“

14 თებერვალს ისტორიის პედაგოგმა ეკატერინე ანჯაფარიძემ მე-7ბ კლასში ჩაატარა საკლასო კონფერენცია, თემაზე: „ჯვაროსნული ლაშქრობები“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია ჯვაროსნული ომების დაწყების მიზეზებზე, ლაშქრობების მიმდინარეობაზე და შედეგებზე, როგორც ქრისტიანებისთვის ასევე მუსლიმებისთვის. ისაუბრეს ამ ომების დადებით და უარყოფით შედეგებზე. დაამზადეს კედლის გაზეთები და წარმოადგინეს რეფერატები.

პროექტი „არა ძალადობას“

მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძრვანელი-ი. გოგიჩაშვილი) თებერვლის თვეში ნახეს რამდენიმე ვიდეო-ფილმი ბულინგის თემაზე: ძალადობა და რასობრივი დისკრიმინაცია. კლასის საათზე კი განიხილეს და გაანალიზეს ნანახი ფილმები. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად იმუშავეს და მოიძიეს მასალები ბულინგზე და ბავშვთა უფლებების კონვენციაზე. 2018 წლის 22 თებერვალს… სრულად »

პროექტი თემაზე: „ეროვნული ქართული სამოსი“და „ ქართული მინიატურა“

2018 წლის 22 თებერვალს Vბ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად ჩაატარეს პროექტი, თემაზე: „ეროვნული ქართული სამოსი“ და „ქართული მინიატურა“. მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს, სადაც წარმოდგენილ იყო უნიკალური სამეფო და სადედოფლო კოსტუმების კოლექცია, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც… სრულად »

საგნობრივი პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ მათემატიკას“

2018 წლის 22 თებერვალს მე-6ა კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ინგა გოგიჩაშვილის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პროექტი, თემაზე: “ჩვენ ვსწავლობთ მათემატიკას”. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია მათემატიკაზე-როგორც მეცნიერებაზე, აღნიშნეს მათემატიკის როლი მრავალ პროფესიაში. ისაუბრეს ცნობილ მათემატიკოსებზე და განიხილეს ლოგიკურ ამოცანები. პროექტის ფარგლებში გამოსცეს კედლის გაზეთიც.

“endangered animals- საფრთხეში მყოფი ცხოველები”

21 თებერვალს ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ. ხუდაბაშევამ და ბუნების მასწავლებელმა ნ. ვიალოვამ მე-6ბ კლასში ჩაატარეს თანამშრომლობითი გაკვეთილი, თემაზე: “endangered animals- საფრთხეში მყოფი ცხოველები”. მოსწავლეებმა შეარჩიერს საფრთხეში მყოფი ცხოველები, მოიძიეს მათზე დაწვრილებითი ინფორმაცია ინტერნეტში და ამ თემაზე მოამზადეს სლაიდ შოუ და კედლის გაზეთები.

მუსიკალური ვიქტორინა

19 თებერვალს მუსიკის მასწავლებელმა სოფო სიმონიანმა მე-5ა და მე-5ბ კლასებში ჩაატარა მუსიკალური ვიქტორინა. ორივე კლასის მოსწავლეებისგან შეიქმნა გუნდები: „მუსიკალური ჰანგები“ და „მუსიკალური ნოტები“.  გუნდებმა დაასახელეს კაპიტნებიც. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მუსიკის ზოგადი ცოდნა, დამატებით უპასუხეს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს. გულშემატკივარმა მოსწავლეებმა გუნდებს… სრულად »