22 თებერვალს, მუსიკის მასწავლებელმა მე-7 გ კლასში განახორციელა პროექტ „ჯაზის ისტორიის“ ბოლო შეხვედრა. პროექტი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით უამრავი ინფორმაცია მოიძიეს ჯაზის წარმოშობისა და განვითარების შესახებ, ასევე გაეცნენ მსოფლიოში ცნობილ ჯაზმენების ბიოგრაფიებს და მათ რეპერტუარს. შეისწავლეს ლუის ამსტრონგის ულამაზესი კომპოზიცია „what a wonderful world”.

პროექტის დასასრულს ნახეს ფილმი „ლალა ლენდი“, რომელშიც მოთხრობილია ამბავი ახალგაზრდა ჯაზმენზე. ბავშვებმა გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები და ისაუბრეს მასწავლებელთან ერთად ფილმში გადმოცემულ აქტუალური პრობლემის შესახებ.