26 თებერვალს მუსიკის მასწავლებელმა თეა კობახიძემ მე-6ა კლასის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში წაიყვანა ს. ახმეტელის სახელობის თეატრში.

მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია თეატრის დაარსებისა და მასში მოღვაწე რეჟისორების შესახებ, ასევე გაიხსენა  საინტერესო ისტორიები სანდრო ახმეტელის პირადი ცხოვრებიდან.

გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს სრული ინფორმაცია მიეღოთ თეატრის წინ გახსნილი სახელობითი ვარსკვლავების შესახებ, რომლებიც მსახიობებს: გია ჯაფარიძეს და ნუგზარ ყურაშვილს ეკუთვნით.