26 თებერვალს შედგა ინტერაქტიული შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან თემაზე: ბულინგის პრევენცია.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ძალადობრივი ქცევის გამომწვევი მიზეზები, ბულინგის შესახებ გავრცელებული მითები, აღიარების ბარიერები, ბულინგის მახასიათებლები, ბულინგის შედეგები, რატომ ავლენს მოზარდი თანატოლის მიმართ აგრესიას, როგორ ამოვიცნოთ აგრესორი და გადარჩენილი, მასწავლებლის როლი ბულინგის პრობლემის გადაჭრაში(დაზარალებული და ბულინგის ინიციატორი ბავშვის დახმარება), ბულინგის პრევენციის ხელშემწყობი ფაქტორები.

ტრენინგი ჩაატარა ფსიქოკონსულტანტმა გიორგი დონაძემ.