8 თებერვალს მე-3 ბ კლასში ჩატარდა საგნობრივი ღონისძიება, თემაზე: „წიგნის თარო“.

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.

მოსწავლეებმა თანაკლასელებს გაუზიარეს წაკითხული ნაწარმოებების მიერ მიღებული შთაბეჭდილებები და გამოთქვეს აზრი, თუ რა მნიშვნელობა აქვს წიგნს მათ ცხოვრებაში.

ამით პატარა მკითხველები გახდნენ მკითხველთა დიდი ოჯახის წევრები.

მოსწავლეთა ნაწილმა თავისი ინიციატივით დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები და შემატეს კლასის ბიბლიოთეკას.