III/ ა  და IV/ა კლასების მოსწავლეები გამოეხმაურნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მოსფლიო დღეს!

1 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიოში ცნობილი დღეა. ღონისძიებაში მონაწილეების რაოდენობა 100 სხვადასხვა  ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს.

მოსწავლეები, ქართულის მასწავლებელ ქეთი ყურაშვილთან ერთად , შეურთდნენ  ამ საერთაშორისო ინიციატივას და საჯაროდ წაიკითხეს საბავშვო მოთხრობა „გულადი მებრძოლი”,  აგრეთვე  IV/ა კლასის  მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეს მათი საყვარელი ნაწარმოებები და გამოაქვეყნეს  სოციალურ ქსელში.  ამით   პატარა მკითხველები გახდნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

მოსწავლეებში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღემ,  წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული პროცესები  უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა.