დაწყებითი საფეხურის II კლასების მოსწავლეებმა 2018 წლის 1 თებერვალს  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ მაკა კაციტაძესთან ერთად მოაწყვეს გასვლითი გაკვეთილი ხელოვნების სასახლეში  „ქართული ანიმაცია-ცოცხალი ფერების საიდუმლო“ ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ბავშვების დაინტერესება მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით. მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის

მოსწავლეებს  ხელი უნდა შევუწყოთ, რომ გამოიმუშაონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი. ასევე ისწავლონ პროექტებზე მუშაობა. 

ბავშვებმა დაათვალიერეს თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლე, გაეცნენ მუზეუმის დაარსების ისტორიას, იმოგზაურეს საინტერესო სამყაროში, დაათვალიერეს 7 მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი საგანძურის ყველაზე  გამორჩეული ექსპონატები. მოისმინეს ისტორია ქართულ ანიმაციაზე და მათ შემქმნელებზე. ნახეს, თუ როგორ იქმნებოდა ანიმაციური ფილმები, როგორ ცოცხლდებოდნენ ნახატი გმირები ეკრანზე, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ფერად ესკიზს  მოძრაობა დაეწყო.

მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროექტში  „ქართული ანიმაცია“. პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა გონების სავარჯიშოს სახალისო დეტალებს. წარმოდგენილი იყო კადრები სხვადასხვა მულტფილმებიდან. პროექტში მონაწილე ბავშვებს შეეძლოთ გადაეხატათ ან საკუთარი ფანტაზიით დაეხატათ ანიმაციური ფილმების გმირები.

მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი  ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს. სამუზეუმო სწავლების მეთოდი საშუალებას იძლევა მოსწავლე ერთი ვიზიტით არ შემოიფარგლოს, ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში. ეს  გაცილებით შედეგიანია, როგორც  მოზარდისთვის, ასევე მშობლის მოტივაციისათვის

 ბოლოს შევაჯამეთ პროექტი. ვთვლი რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა შეძლეს ნაშრომების შექმნა, პრეზენტაციები და საკლასო ოთახის გარემოს მოწყობა საკუთარი ძალებით. პროექტის გამოფენა პრეზენტაცია საინტეროდ და წარმატებულად შევაფასეთ.